თემატური ერთეული: Unit 2 -Music, films, sports and much more.
საგანი - ინგლისური |
საკითხი - როლური თამაში სატელევიზიო შოუ / ინტერვიუ მუსიკოსებთან / სპორტცმენთან |
სამიზნე ცნება: ზეპირი კომუნიკაცია (შედეგები: 1, 2, 3, 4, 5, 8) |
დავალების პირობა:
წარმოიდგინეთ, რომ ხართ სატელევიზიო სტუდიაში და იღებთ მონაწილეობას შოუში თემაზე „მუსიკა და მუსიკოსები“, რომელშიც მოწვეულია თქვენი საყვარელი მუსიკალური ბენდი. დაწერეთ შესაფერისი სცენარი, გადაინაწილეთ როლები: შოუს წამყვანი, ბენდის წევრები და გაითამაშეთ.
ამისთვის გამოიყენეთ ნასწავლი ლექსიკა: heavy metal, hip hop, pop, punk, rock drummer, characteristic, generation, genre, lyrics, vinyl, tune, rhythm, record player, theme, ripped, scratch, electric, orchestra, spiked hair, move back and forth. გრამატიკული მასალა: Present Continuous for future; Possessive ‘s; Articles: a, an, the. ფუნქციური ენა: welcome to our studio, let me introduce, happy to have you in this studio, thanks for watching, now back to you etc.
შოუს წარდგენისას: · წარმოაჩინეთ თემა და მიზანი; · წარადგინეთ საკუთარი თავი და გაეცით პასუხი კითხვებზე (ან დასვით კითხვები) მუსიკის ჟანრზე, მუსიკალურ ბენდზე, ბენდის ისტორიაზე, მოღვაწეობაზე, მიღწევებზე, სამომავლო გეგმებზე და ა.შ; ისაუბრეთ თქვენი როლის შესაფერისი ჟესტიკულაციისა და მიმიკების გამოყენებით. გამოიყენეთ შესაბამისი მახვილები, ინტონაცია, ხმის ტემბრი და მეტყველების ტემპი. |
რესურსები: New Building Bridges 7; ინტერვიუს რჩევები |
No comments:
Post a Comment